"მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ" - კობახიძე რუსეთზე
აპირებს თუ არა მთავრობა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, ამ საკითხთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არაფერს ამბობს.
კობახიძე აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებს "უნდა დააკვირდნენ".
"რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს", - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მთავრობას მიმართა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მან თქვა, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს