ბოდიშს თუ არ მოიხდით, მეორედ ამ შენობაში ვერ შემხვალთ, მორალურ წნეხს მე მოგიწყობთ - დაპირისპირება პარლამენტში

26.06.23 15:38
ბოდიშს თუ არ მოიხდით, მეორედ ამ შენობაში ვერ შემხვალთ, მორალურ წნეხს მე მოგიწყობთ - დაპირისპირება პარლამენტში

"რომელია აქ "დავერბორკებული" სეფიაშვილის გარდა და ბოდიშს თუ არ მოიხდით, მეორედ ამ შენობაში ვერ შემხვალთ, ამის პირობას გაძლევთ და ამის მორალურ წნეხს მე მოგიწყობთ" - ამ სიტყვებით მიმართა საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღანელს ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

საავტორო უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში.

კანონპროექტის მომხსენებელი ბაია კვიციანი კანონპროექტის წარდგენამდე ოპოზიციას თავს დაესხა და ოპონენტები კანონპროექტის შინაარსის არცოდნაში დაადანაშაულა.

თუ მოიძებნებოდნენ დეპუტატებიც და ავტორებიც, რომლებიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების, ქონებრივი უფლებების ჯეროვნად დაცვას შეეწინააღმდეგებოდნენ და ვერ გაზომავდნენ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამას არ ველოდი. მაგრამ როგორც აღმოვაჩინე, ეს შესაძლებელია, როდესაც კანონოროექტს არ კითხულობს არც დეპუტატი, არც ის ადამიანი, ვისაც აჯერებენ რაღაც ისტორიებს,“ - ამბობს კვიციანი.

კომიტეტზე თამარ კორძაიას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

თუ შეკითხვას არ მასმევინებთ, ე.ი. არ გინდათ დიალოგში შესვლა და როგორ დავიჯერო, რომ დიალოგი ნორმალური გქონდეთ ვინმესთან. აგრესიაზე გადმოხვედით და მარტივი შეკიტხვა დავსვით,“ - ამბობს კორძაია.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერენ, მათ შორისაა, გრიგოლ ვაშაძე.

შესაჩერებელი კი არა, სწრაფად უნდა მივიღოთ", – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი კომპანია „გერას“ რუსული გალენების გაძლიერებაში ამხელს. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგა კობალაძემ კომპანიის ბრალდებებს უპასუხა. 
კობალაძე ამტკიცებს, რომ „გერას“ დიდი დაფინანსება რუსეთისგან აქვს მიღებული და ამის მტკიცებულებებიც არსებობს. 

დღევანდელ განხილვამდე კი, საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტს შეხვდა - გიგა კობალაძე ორბელიანების სასახლეში მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ახალი კანონის მიღება დააანონსა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე ბაზარზე მხოლოდ ერთი საავტორო უფლებათა ასოციაციაა მოქმედებდა, ახალი კანონით მას კონკურენტიც ეყოლება. კომპანიაა "გერა", რომელიც უკვე შეიქმნა და რომლის კავშირებიც სავარაუდოდ რუსეთზე გადის. 

მსგავსი სიახლეები