მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები არჩეული იყოს მრავალპარტიულად - NGO-ების მიმართვა
არასამთვრობო სექტორის მიმართვა ხელისუფლებას - მესამე სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს არ დაძლიოს პრეზინტის ვეტო და საარჩვნო კოდექსში ცვილელებები ისე მიიღოს, როგორც ამას ევოკომისია ითხოვს.
უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პარლამენტის 100-მა დეპუტატმა უნდა აირჩიოს.
მმართველ პარტიას დღეს ევროკომისიის შუალედური დასკვნა შეახსენეს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ოცნების ინიცირებული ცვლილელები სტატუსის მიღებას ეწინააღდმეგება.
ძალიან მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები არჩეული იყოს მრავალპარტიულად, კონსენსუსის საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ცესკოს და შესაბამისად, არჩევნების მიმართ ნდობა, ამიტომ, ჩვენი აზრით, ყველაზე კარგი იყო ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება, სადაც 2/3 იყო საჭირო იმისთვის, რომ 5 წლის ვადით არჩეულიყო ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეტოს დადება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ ევბროკომისიის ზეპირი მოსმენის დროსაც ითქვა, რომ საქართველოს ახლა სჭირდება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიღებული წესი უკან იყოს გამოტხოვილი და შეცვლილიო, ამიტომ, ვეტო ამასაც პასუხობს,“ - ამბობს ნინო დოლიძე.
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს და მისი შენიშვნები მიუღებელია.