“ვაგნერის” ბელარუსში გადაადგილება ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია - პოლონეთის პრეზიდენტი
“ვაგნერის” ბელარუსში გადაადგილება ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია, - ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გააკეთა.
პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთის ფლანგის მიმართულებით უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და რომ ნატო-ს წარმომადგენლებმა აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განახორციელონ.
ახლა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. “ვაგნერის” ჯგუფი ბელარუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, - განაცხადა დუდამ.
ვაგნერის დაჯგუფება ახლა ბელარუსშია. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანრ ლუკაშენკო ადასტურებს. ბელარუსის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ "ვაგნერის" მხრიდან სამხედრო აჯანყების დაწყებისა და პუტინთან შემდეგი მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინი აჯანყებულების დახოცვას გეგმავდა, თუმცა, მან გადააფიქრებინა.