მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვნებს აჩხუბებდა და ვიდეოებს უღებდა, დაკავებულია
მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვნებს აჩხუბებდა და ვიდეოებს უღებდა, დაკავებულია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
9 წლის ბავშვს, რომელიც თანატოლმა მშობლის წაქეზებით სასტიკად სცემა, ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 42 წლის კაცი, კი რომელმაც 11 წლის შვილს თანატოლი აცემინა და ვიდეოები გადაუღო, ამ დრომდე გაუჩინარებული იყო.
უწყების ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ერთ-ერთის მამამ შვილს მეორე არასრულწლოვნის მიმართ ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის-რ.ი.-სთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს"- ნათქვამია განცხადებაში.