ლევან ხაბეიშვილი ცნობილი დამსმენია - ბექა ოდიშარია

29.06.23 13:14
ლევან ხაბეიშვილი ცნობილი დამსმენია - ბექა ოდიშარია

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია ენმ-ს თავმჯდომარეს "დამსმენს და შარიკოვს" უწოდებს. ოდიშარიას გაღიზიანება ენმ-ს მოთხოვნამ გამოიწვია. 

ხებეიშვილი გახშირებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას "ხელისუფლებისგან დაორგანიზებულს" უწოდებს და ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა მდინარაძისა და ბექა ოდიშარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. 

წყობიდან დეპუტატი ოდიშარია ერთმა კითხვამ გამოიყვანა - უნდა აღიძრას თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე წახალისებული ძალადობის გამო: 

ლევან ხაბეიშვილი არის ცნობილი დამსმენი, შარიკოვი, მე მახსენებს 37 წელს მოქმედ ადამიანებს, რომლებიც სამეულებს ქმნიდნენ და ადამიანებს ხელს ადებდნენ და უდანაშაულოებს იჭერდნენ, ხვრეტდნენ, მადლობა ღმერთს, რომ მაგის საშუალება ლევან ხაბეიშვილს არ ექნება და მსოფლიო ჩემპიონატი, რომ იყოს დამსმენლებში ალბათ მეორე ადგილზე გავიდოდა ცნობილი გარემოებების გამო" - თქვა ოდიშარიამ. 

 

მსგავსი სიახლეები