შესაძლებელია, რომ ჩვენი მებრძოლები მოხვდნენ რუსეთის ტყვეობაში საქართველოს მხრიდან - მამულაშვილი

29.06.23 15:39
შესაძლებელია, რომ ჩვენი მებრძოლები მოხვდნენ რუსეთის ტყვეობაში საქართველოს მხრიდან - მამულაშვილი

"შესაძლებელია, რომ ჩვენი მებრძოლები მოხვდნენ რუსეთის ტყვეობაში საქართველოს მხრიდან," - ეს განცხადება ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გააკეთა.

ლეგიონის მეთაური ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ქართველ სამხედროებზე გამოცხადებულ "ნადირობას" ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთში საქმე აღძრეს იმ სამხედროებზე, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად პუტინის ომში მონაწილეობენ. 

მამულაშვილი ვარაუდობს, რომ ქართველ სამხედროებს პრობლემებს საქართველოს მთავრობა შეუქმნის, რადგან ის რუსეთთან მჭიდრო პარტნიორობაშია.

არაერთხელ აღძრა საქმე ქართული ლეგიონების წინააღმდეგ. ჩემ მიმართ არის საქმე აღძრული და ბოლო სიაც იწყება ქართული ლეგიონის წევრებით, არა მხოლოდ ქართველების, არიან დასავლური ქვეყნიდანაც. ერთადერთი, ყველაზე ახლო მოკავშირე, ვინც ჰყავს დღეს რუსეთს, ეს არის საქართველოს მთავრობა და ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ შეიძლება პროვოკაციები განახორციელოს იმ ბიჭების მიმართ, ვინც ჩამოდის ოჯახების სანახავად და ეს არის ყველაზე დიდი საშიშროება, იმიტომ, რომ ბელარუსში და რუსეთში არავინ აპირებს ჩასვლას. რა პირობებში დღეს საქართველოა, იმ რეალობაში, შესაძლებელია, რომ ჩვენი მებრძოლები მოხვდნენ რუსეთის ტყვეობაში საქართველოს მხრიდან,“ - ამბობს მამულაშვილი.

საქართველოს მთავრობას რუსეთთან კავშირში ამხელს კიდევ ერთი მებრძოლი, ხვიჩა ნადირაძე. ქართველი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მითითებებს შეასრულებს.

რომ ვერაფერს ხდებიან, დაიწყეს დევნმა, იმიტომ, რომ დასაყრდენი აქვთ დღეს საქართველოს ხელისუფლება. ეს გადაწყვეტილება სასაცილოა. ჩემი ასაკის მიუხედავად, რუსეთში არ ვყოფილვბარ და რატომ უნდა ჩავიდე, ჩემამდე არ დაადის. ეს არ შეუშლით ხელს - როგორც ბრძანებას მიიღებს, ჩვენი ФСБ-ს განყოფილება საქართველოში, ისე მოიქცევიან ეგენი. არც იმას გამოვრიცხავ, ფიზიკურ განადგურებაზე წავიდნენ,“ - განაცხადა ხვიჩა ნადირაძემ.
 

მსგავსი სიახლეები