შავი ზღვა აბსოლუტურად სუფთაა... შეიძლება სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში რაღაც მოხდეს - ოკეანოლოგი

29.06.23 17:10
შავი ზღვა აბსოლუტურად სუფთაა... შეიძლება სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში რაღაც მოხდეს - ოკეანოლოგი

შემზარავი კადრები შავი ზღვის სანაპიროდან - სოხუმში ზღვამ მკვდარი ცხოველები გამორიყა.
რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის წყალსაცავის აფეთქების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ წყალი დაბინძურებულია.

ოკეანოლოგი ნოდარ წივწივაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სანაპირო ზოლი სუფთაა. რაც შეეხება, ოკუპირებულ აფხაზეთში გამორიყულ მკვდარ ცხოელებს, ეს არა კაშხლის აფეთქებას, არამედ წყალდიდობას უკავშირდება. 

შავი ზღვა აბსოლუტურად სუფთაა, ამას მოწმობს გარემოს სააგენტოს ბათუმის ფილიალის კვლევები. მონიტორინგს აწარმოებენ ყოველდღიურად, იღებენ წყლის ანალიზებს სხვადასხვა სიღრმეზე და წყალი არის ნორმების ფარგლებში. სადღაც 2-3 თვის განმავლობაში, თუ იქნა ჰიდროლოგიური ანუ შტორმული მოვლენები და ტალღების მიერ წამოიღო აქეთ ზღვამ, შეიძლება სექტემბერში, ოქტომბრის დასაწყისში რაღაც მოხდეს, როცა სეზონი დასრულებულია,“ - ამბობს ნოდარ წივწივაძე.

ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობდა, რომ ეკოლოგიური კატასტროფა გლობალურ პრობლემად გადაიქცეოდა და შავი ზღვა ინფექციის გავრცელებლის მთავარი წყარო გახდებოდა.
 

მსგავსი სიახლეები