აჭარაში ინვეტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებული იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ - ღარიბაშვილი

30.06.23 16:58
აჭარაში ინვეტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებული იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ - ღარიბაშვილი

"ამ ინვეტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებული იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე",ბიძინა ივანიშვილს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერადაც იცავს. ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიუღებელია ოპოზიციის კრიტიკა, თითქოს, ქართული ოცნების ხელისუფლებამ აჭარის რეგიონი უყურადღებოდ დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მიხეილ სააკაშვილს უყვარდა.

ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენა იმისთვის, რომ კვლავ ჩამოეთვალა ის ინვესტიციები, რაც ივანიშვილმა აჭარაში განახორციელა.

აქ შედარება გააკეთა, რომ აჭარა არ უყვარს ბატონ ივანიშვილსო და რაღაც სისულელე თქვა, თითქოს სააკაშვილს უყვარდა და ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას. შედარეთ, სავსე არის სოც მედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები, შეადართ ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან მარტივ განსხვავებას - მილიონობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში, რეაბილიტაცია უტარდება, განახლება ხდება, ამაზე არა მხოლოდ, არამედ ქვეყნის გარეთ საუბრობენ, აღიარებენ. შესაბამისად, აქვე მინდა შეგახსენოთ, ვინაიდან თქვენ ახსენეთ ივანიშვილი, მე შეგახსენეთ მის ქველმოქმედებას - ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა, განსაკუთრებით აჭარაში ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, მთელი არეალი გარდაქმნა, მოგეხსენებათ შეკვეთილის არეალი... ამ ინვეტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელებული იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე. ამ სიმართლეზეც არ უნდათ ამათ საუბარი, მხოლოდ ტყუილები და უსაფუძვლო ცილისწამება,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები