ხმაური პარლამენტში: ფსკერზე ხართ - პრემიერი ქალ დეპუტატებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰომოფობიურ განცხადებებს აგრძელებს - ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბაღებში LGBT პროპაგანდას ყოველთვის შეეწინააღმდეგება.
მან დეპუტატ კორძაიას მიმართა, მოსწონს თუ არა LGBT პროპაგანდა ბაღებში. ოპოზიციონერ დეპუტატს პრემიერისთვის პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა. ადგილიდან რეპლიკის გამო კი პარლამენტის თავმჯდომარე კორძაიას და ხათუნა სამნიძეს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.
"რატომ ნერვიულობენ? გაუგებარია, რატომ აღელდა, ფსკერზე ხართ უკვე" - ამბობდა პრემიერი.
პოლემიკაში ჩაერთო ხატია დეკანოიძეც, პაპუაშვილის მხრიდან შენიშვნის ობიექტი ისიც გახდა: ქალბატონო ხატია, კულტურას ხომ ვერ აგიხსნით. დაიღალნენ მანდატურები გამუდმებით თქვენი დამშვიდებით.