განათლების ძალიან მძიმე დეფიციტი არის „ოცნების“ ლიდერებში - ანა ნაცვლიშვილი

17.07.23 16:11
განათლების ძალიან მძიმე დეფიციტი არის „ოცნების“ ლიდერებში - ანა ნაცვლიშვილი

"განათლების ძალიან მძიმე დეფიციტი არის „ქართული ოცნების“ ლიდერებში", - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან ევროპარლამენტარ აუსტრევიჩუსზე მიტანილ იერიშს ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ლიდერებს არ აქვთ უფლება სხვების ინტელექტზე საუბრის.

არა მხოლოდ განცხადებები, არამედ მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რამდენად ამცირებს და რამდენად ცინიკურია მათი პოლიტიკა, ამაზე დაფიქრდნენ. განათლების ძალიან მძიმე დეფიციტი არის „ქართული ოცნების“ ლიდერებში, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, პოლიტიკური ოპონენტი იყო, მაგრამ, როდესაც შენი ოპონენტი არის განათლებული და მაღალი ღირსების მქონე, მასთან ოპონირება შენც გმატებს და შენთვისაც საპატიოა, რომ ასეთი ინტელექტუალური, მაღალი მორალური და ეთიკური სტანდარტების ოპონენტი გყავს და შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ ცალსახად პატივისცემით განგაწყობს. სამწუხაროდ, ძალიან გაუნათლებელი ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ ვისაც ფორმალურად ძალიან კარგი განათლება და ძალიან კარგი დიპლომი აქვს, ის რაში იყენებს - შევხედოთ, კობახიძეს, წულუკიანს, რომლებსაც ფორმალურად ძალიან კარგი განათლება აქვთ მიღებული, რაში გამოგვადგა მათი განათლება, მხოლოდ ცინიზმის ხარისხს ზრდის, თორემ ინტელექტუალურად და სახელმწიფოებრივი აზროვნება ამ ხალხს არ აქვთ,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დღეს ევროპარლამენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკრიტიკებენ და იმ ლექსიკას უწუნებენ, რომლითაც მან სამთავრობო გუნდი მოიხსენია და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს ევროპარლამენტარის განცხადება - უხეშად, არაკორექტულად შეაფასეს და დეპუტატი უზრდელად მოიხსენიეს.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს: "ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო", - წერს გავლენიანი ევროპარლამენტარი ღარიბაშვილის საპასუხოდ

მსგავსი სიახლეები