ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება - პოლონეთის საგარეო

19.07.23 14:08
ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება - პოლონეთის საგარეო

პოლონელი ექიმის ჩხრეკა "ვივა-მედში" - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ განცხადებას ავრცელებს. უწყება პირდაპირ წერს, რომ მედიკოსის ჩხრეკის კადრების გამოქვეყნება და საქართველოს მთავრობის "ემოციური განცხადებები" კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

თბილისში, "ვივა-მედის" კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის პალატიდან ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. 

"ვივა-მედში" მომხდარი ინცინდენტის გამო, ორშაბათს, საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.

საქართველოს საგქრეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და დაწერა, რომ მარიუშ პიეტრ ჟაკს განმარტებები პოლონელი მედიკოსის "გაუგებარ" და "შემაშფოთებელ" ქმედებათან დაკავშირებით მოსთხოვეს, რომელმაც კლინიკიდან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ფარულად გატანა სცადა. 

საგარეო უწყების ცნობით, დიპლომატმა შეხვედრაზე თქვა, რომ მომხდარის მიზეზებზე ინფორმაირებული არ არის და განმარტებებს ვერ გააკეთებს. 

მსგავსი სიახლეები