ნგრევის პირას მიყვანილი სახლები რიკოთთან - რას პასუხობენ "ოცნებაში" სოფელ ფუთის მცხოვრებლებს

17.08.23 17:08
ნგრევის პირას მიყვანილი სახლები რიკოთთან - რას პასუხობენ "ოცნებაში" სოფელ ფუთის მცხოვრებლებს

"ქართულ ოცნებას " ხალხის ხმა არ ესმის - ამ ფაქტს მმართველი გუნდის დეპუტატების კომენტარები ადასტურებს. დღეს დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ იმ ადამიანების პრობლემების შესახებ არაფერი იციან, ვისაც ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო სახლები თავზე ენგრევათ და ყოველდღიურად საფრთხე ემუქრებათ.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, რამ გამოიწვია კონკრეტული დაზიანება, ამას სჭირდება შესწავლა და გაკეთებული დასკვნების საფუძველზე უკვე სამართლებრივი პროცედურების წარმართვა. იმის მიხედვით, თუ გამოიკვეთება მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი და საკუთრივ ზიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ზიანის ანაზღაურების საკითხი, როგორც ამას ითვალისწინებს თანამედროვე სამართალი,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სოფელ ფუთთან დაკავშირებით ამჟამად არ მაქვს სამწუხაროდ, ინფორმაცია, გავერკვევი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემებს, როცა ასეთი დიდი მასშტაბის მშენებლობები მიმდინარებს, ხდება გარკვეული ლაფსუსები, თუმცა ამ ლაფსუსების გამოსწორება არ მომხდარა საქართველოს მოსახლეობის და გადამხდელების ხარჯზე. თუ აქ წუნი არსებობს, არ 0.01 პროცენტი,“ - ამბობს ბექა ოდიშარია.

დღეს მედიასთან არც ამ ამბავზე პასუხისმგებელი მთავარი პირი ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოჩენილა, რომელიც ამტკიცებს, რომ რიკოთზე ყველაფერი კარგად არის და მშენებლობაც კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

დილიდან სოფელ ფუთის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. ამბობენ, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ, მიზეზი კი ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაცია და იქ მიმდინარე აფეთქებებია. ადგილობრივები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. სარჩელის შედგენაში სოფლის მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარება.