მეუფე იაკობი არის ჩვეულებრივი სუს-ის "ნასედკა" ანუ აგენტი „ოცნების“ და ახმოვანებს მათ მესიჯებს - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
"მეუფე იაკობი არის ჩვეულებრივი სუს-ის ნასედკა ანუ აგენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ახმოვანებს მათ მეისჯებს და დავალებებს," - ასე აფასებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას.
საქმე ეხება მეუფე იაკობის მიერ ამბიონიდან ქადაგებას, რა დროსაც მეუფემ ამბიონიდან ოპოზიცია გააკრიტიკა, ამის გარდა, რუსეთ-უკრაინის ომში, ფაქტრობრივად, უკრაინის წაგება დააანონსა და დააკნინა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას როლი ქვეყნის ისტორიაში.
მეუფე იაკობი არის ჩვეულებრივი სუს-ის ნასედკა ანუ აგენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ახმოვანებს მათ მესიჯებს და დავალებებს. ამბიონი, საიდანაც უნდა იყოს ქრისტეს მოძღვრების ქადაგება, სახარების ქადაგება, აქცია პოლიტიკური ბინძური მესიჯების ტრიბუნად. თვითონ არის ტიპიური პავლიკ მოროზოვი.
რუსეთის ყველა მესიჯი გაახმოვანა, რაც რუსულ ხელისუფლებას და რუსეთის მსახურებს მესიჯბოქსად აქვს,“ - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.