არავის ვდევნით, არც FB მეგობრებიდან არ ვშლით - პეტრე ცისკარიშვილი ენმ-დან დეპუტატების წასვლაზე

31.08.23 18:37
არავის ვდევნით, არც FB მეგობრებიდან არ ვშლით - პეტრე ცისკარიშვილი ენმ-დან დეპუტატების წასვლაზე

"თუ ვიღაც წავა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ნამდვილად არავის ვდევნით, არც არავის FB მეგობრებიდან არ ვშლით, ღმერთმა ხელი მოუმართოთ," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

პარტია ბოლო ორ დღეში რამდენიმე წევრმა დატოვა, მაგალითად, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს ადიგენის საკრებულოს წევრი გამოაკლდა. მანამდე კი თელავის საკრებულოს წევრმა დატოვა.

არ ვიცი ეს ხუმრობაა, მართალი ამბავია, FB მეგობრებიდან გვშლიანო, ამიტომ გავბრაზდითო - არ არის ჩვენთვის ეს არც სერიოზული, არც მნიშვნელოვანი. ვერ გეტყვით, რომ გვიხარია, რომ ხალხი გადის. მაგრამ რამდენიც გადის, ორი-სამი იმდენი ახალი წევრი შემოდის, პარტია ძლიერდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება.

თუ ვიღაც წავა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ნამდვილად არავის ვდევნით, არც არავის FB მეგობრებიდან არ ვშლით, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, პირიქით, რაც მეტი მოვა - გაგვიხარდება, მაგრამ თუ არ უნდათ მოსვლა და სხვა რამე პლატფორმიდან აპირებენ ივანიშვილთან ბრძოლას, წარმატებას ვუსურვებ,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.