დაიწყოს ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცესი - "ლელო" პრემიერის გადადგომას ითხოვს

10.09.23 11:01
დაიწყოს ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცესი - "ლელო" პრემიერის გადადგომას ითხოვს

დაიწყოს პრემიერ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცესი. "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა. პარტია "ლელო" ითხოვს მოქმედებაზე საპარლამენტო ოპოზიცია გადავიდეს. 

ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, ახლა უნდა დავიწყოთ იმპიჩმენტის პროცესი. "ლელოს" აქვს მწვავე და კონკრეტული ინიციატივების პაკეტი, დაუყოვნებლივ იმპიჩმენტის პროცედურის დაყენება იმისთვის, რომ მთავრობას უნდობლობა გამოეცხადოს და ამ კაცს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ჩამოერთვას ის თანამდებობა. გვაქვს ვითარება, სადაც ანტიკორუფციულმა სააგენტომ წესით, უნდა გამოიძიოს ღარიბაშვილის, მისი ცოლის, მისი ოჯახის წევრების მთელი უმსგავსობების სერია". - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები