"ეს იყო პირდაპირ საბრალდებო დასკვნა" - ნადირაძე "შაბათის ეთერის" სკანდალურ გამოძიებაზე
"ეს იყო პირდაპირ საბრალდებო დასკვნა" - ასე ეხმაურება "შაბათის ეთერის" სკანდალურ გამოძიებას ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.
ნადირაძის თქმით, ნოდარ მელაძის შაბათში წარმოდგენილი იქნა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე და იმ პროპაგანდამ, რომელსაც "ოცნება" ამ დღეებში ცდილობდა სიუჟეტის გასაბათილებლად, ჩამოიშალა.
ვნახეთ არა მარტო საგამოძიებო სიუჟეტი, ეს იყო პირდაპირ საბრალდებო დასკვნა ფაქტებით, მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, სადაც ვნახეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობა და მან გაფლანგა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები. ფაქტია, რომ მთელი ის პროპაგანდა, რასაც ქართული ოცნება ეწეოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში და უნდოდათ ამ სიუჟეტის გაბათილება, აღმოჩნდა, აბსოლუტურად საპირისპირო. წარმოდგენილი იქნა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე და მხილებული ხალხის ფულის ქურდობაში". - განაცხადა ნადირაძემ.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.