"ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა" - ხაბეიშვილი პრემიერის ციხეში გაშვებას ითხოვს

10.09.23 13:05
"ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა" - ხაბეიშვილი პრემიერის ციხეში გაშვებას ითხოვს

"ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა" - ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებას ითხოვს.

ხაბეიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "შაბათის ეთერის" მიერ გუშინ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გასაჯაროვდა და მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტის ციხეშია გამოკეტილი 2 პიჯაკის შეძენის გამო, პრემიერს ვოიაჟები, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდა ბიუჯეტს.

პუტინის მთავარი სპიკერი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება, ვგულისხმობ ღარიბაშვილს, თავს უფლებას აძლევს და "გუშინ ტელეკომპანია " პირველმა" გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფრენები, რომელზეც ვსაუბრობთ და ირაკლი ღარიბაშვილის ვოიაჟები, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ ნუნუკა თამაზაშვილს ტყე აჩუქა, რომ დაბადების დღე აქვს, რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება, ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან და ა.შ. ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა 

 ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის დაკავებული უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ხელისუფლებას ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი, რომელმაც ჰილარი კლინტონს რომ "რედ ბული" უყიდა, ვარცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და 2 პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა. ამიტომ ჰყავს ციხეში გამოკეტილი". - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.    

მსგავსი სიახლეები