ღარიბაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე - ლემონჯავა
ღარიბაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე - ასე ეხმაურება "შაბათის ერთერში" გასულ სკანდალურ გამოძიებას "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა.
ლემონჯავას თქმით, ნებისმიერ ნორმალურ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრი უკვე გადამდგარი იქნებოდა.
ღარიბაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ადამიანი, რომელიც არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს. ნებისმიერ ნორმალურ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრი უკვე გადამდგარი იქნებოდა და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში, იქნებოდა დაწყებული გამოძიება. წარმოიდგინეთ, კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორი ციხეში იჯდა იმის გამო, თუ რატომ იყენებდა თავისი კომპანიის მანქანას გადაადგილებისთვის, ამ დროს საქართველოს პრემიერი თავისი შვილის უნივერსიტეტში წასაყვანად ხარჯავს სახელმწიფო სახსრებს და იყენებს მას". - ამბობს გიგა ლემონჯავა.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.