სახელმწიფო დაცვის სამსახური არ არის შპს, რომ გააქირავოს თვითმფრინავი, ეს კანონდარღვევაა - ხუხაშვილი
პოლიტიკოსი გია ხუხაშვილი პრემიერის ჩარტერულ რეისებზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან კანონდარღევვაზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ხუხაშვილის თქმით, სახელმწიფო დაცვის სამსახური არ არის შპს, რომ გააქირავოს თვითმფრინავი, მთავრობის სტრატკომის განცხადებაში კი წერია, რომ ამას ის რეგულარულად აკეთებს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს ორი ფუნქცია - დაცვის მომსახურება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
შესაბამისად, მას შეუძლია ამ საქმიანობიდან მიიღოს შემოსავალი.
ეს არ არის შპს, რომ წესდებით განსაზღვრულ კომპეტენციის ფარგლებს გასცდეს, მაგალითად გააქირავოს თვითმფრინავი.
თუ მთავრობის სტრატკომის განცხადებას დავუჯერებთ, ის ამას რეგულარულად აკეთებს.
ჩემის აზრით ეს არის კანონდარღვევა, რაც აგრეთვე გამოძიების საგანი უნდა გახდეს". - წერს ხუხაშვილი.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.