მანამდე არ აუდგეთ გვერდები, სანამ პრემიერის იმპიჩმენტი მოახერხონ - ოდიშარია
"თქვენც ღმერთმა მოგცეთ საშუალება" - ბექა ოდიშარია ამბობს, რომ პრემიერს თვითმფრინავის დაქირავების საშუალება აქვს, რადგან ის შრომობს.
"ოცნების" წევრი ირაკლი ღარიბაშვილს იცავს და ამბობს, რომ მის იმპიჩმენტს ოპონენტები ვერ ეღირსებიან.
ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას. ყველას გვახსოვს ვიზაჟისტების და მასაჟისტების მიმოფრენა აქეთ-იქით. აღნიშნული ბორტი იმყოფება ისეთი კომპანიის ბალანსზე, რომელსაც საქართველოს წესდებით და კონსტიტუციით აქვს აბსოლუტური უფლება ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ეს პრემიერი თუ ნებისმიერი თქვენგანი, თუ გექნებათ ამის საშუალება და ღმერთმა მოგცეთ საშუალება, მიაქირავოს ეს ბორტი და მოემსახუროს მას. ამაში არაფერი დანაშაული არ არის. პროკურატურა ოპოზიციური მედიის თანაშემწე ხომ არ არის კაცო, კარის პროკურორების ამბავი დამთავრებულია. ბატონმა გაიაშვილმა არაფერი განსაკუთრებული არ თქვა. რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს იმის საშუალება, რომელიც შრომობს. აქედან ხეირს თქვენ ვერ ნახავთ, კატას ვერ დაიჭერთ იმ ოთახში, სადაც ის არ არის. მანამდე გვერდები არ აუდგეს არცერთ მაგათგანს, იმპიჩმენტი ვერ მოახერხონ პრემიერის". - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, "ლელო" ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.