იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მოეკითხებათ - გიგაური ღარიბაშვილის სკანდალზე
იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მოეკითხებათ - ასე ეხმაურება "შაბათის ეთერში" გასულ სკანდალურ გამოძიებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
გიგაურის თქმით, წლების განმავლობაში ღარიბაშვილი ხალხის ხარჯზე მდიდრდებოდა და სწორედ ამიტომ აქვს თვითმფრინავის ქირაობის და ჩარტერებით ფრენის შაუალება.
რატომ აქვს მას ამის საშუალება, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ის და მისი ოჯახის წევრები, ისევე როგორც ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი მდიდრდებოდა ხალხის ხარჯზე. ყველა შემთხვევაში იკვეთება აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და არა მხოლოდ ამ ფაქტიდან გამომდინარე, არამედ წინათაც ვსაუბრობდით ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებზე და აქაც გამოძიება უნდა ჩატარებულიყო. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ეს გამოძიება არ ტარდება. ჰგონიათ, რომ არასოდეს არ მოეკითხებათ, მე კიდე მგონია, რომ მოეკითხებათ. ასე არ ყოფილა ამ ქვეყანაში, რომ ადამიანები პარავდნენ ფულს მოსახლეობას და შემდეგ ამაზე პასუხი არავის მოუთხოვიათ". - ამბობს გიგაური.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.