როგორ შეიძლება სამთავრობო თვითმფრინავს ვაქირავებდეთ! - დათუნაშვილი
"ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ძალიან შეცდა, როდესაც თქვა, პრემიერს სახელმწიფო ხარჯებით არ უმოგზაურია, რადგან მაშინ ახალი გამოძების საგანია, თუ საიდან აქვს ამდენი ფული ირაკლი ღარიბაშვილს.
დათუნაშვილის თქმით, სამთავრობო თვითმფრინავი არ უნდა ქირავდებოდეს.
როგორ შეიძლება სამთავრობო თვითმფრინავს ვაქირავებდეთ. გაასაჯაროონ ინფორმაცია, აქამდე, ვისზე მიქირავდა ეს თვითმფრინავი და რა სარგებელს ნახულობს ქართული საზოგადოება ამისგან. ბატონი ჯაველიძე ძალიან შეცდა ამ არგუმენტის მოტანით, იმიტომ, რომ დამატებით გამოძიებას მოითხოვს ახლა ის, რომ თუ კაი, სახელმწიფო ხარჯი არ არის, მაშინ ღარიბაშვილების ოჯახს საიდან ჰქონდა ამის შესაძლებლობა". - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.