სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა - კალაძე პრემიერის სკანდალზე

10.09.23 20:44
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა - კალაძე პრემიერის სკანდალზე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერის ჩარტერულ რეისზე დასმული კითვხის საპასუხოდ განაცხადა. 

კალაძე სიცრუის კამპანია უწოდებს "შაბათის ეთერში" გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები.

„პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან დაკავშირებით მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა. პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტით გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში ბიუჯეტის თანხები დახარჯა. შემდეგ, გაირკვა, გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა ასეთი ფრენების განხორციელება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ჰყავს, იგივე თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავიანთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“, - აცხადებს კალაძე.

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.    

მსგავსი სიახლეები