ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერი - არასამთავრობო სექტორი გამოძიების რამდენიმე მიმართულებით დაწყებას ითხოვს
ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერი - არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას რამდენიმე მიმართულებით მოითხოვენ. როგორც მესამე სექტორში ამბობენ, შესწავლის საგანი უნდა გახდეს პრემიერის შემოსავლები. დასადგენია, რა ფინანსური წყარო აქვს ღარიბაშვილს ისეთი, რომ შეუძლია სამთავრობო თვითმფრინავი იქირაოს.
არ არის პროპორცია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ შემოსავლებსა და ამ ხარჯებს შორის, რაც საჭირო იქნებოდა ამ ფრენის კერძო სახსრებით განხორციელების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, ერთი მხრივ, გასაჯაროვდეს ის დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა ამ ფრენის განხორციელება - იქნება ეს ხელშეკრულება თუ გადარიცხვა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხა პრემიერ-მინისტრმა იმ სახსრებით, რომელიც მას გააჩნია, ამ ფრენის განხორციელება.
ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიება, ხოლო თუკი არ მოხდება, ეს რა თქმა უნდა, პირიქით, დააზიანებს ხელისუფლების ინტერესებს,“ - ამბობს ნინო დოლიძე.
დეკლარაცია შეივსება იქით წელს და ამ თვეების განმავლობაში ეს კითხვები ჰაერში გამოკიდებული არ შეიძლება ჰაერში დარჩეს. ჩუბინიძის განცხადებაში ვნახეთ, საუბარია იმაზე, რომ კომერციული მიზნებითაც ახორციელებს საქმიანობას ეს სააგენტო და შეუძლია, კერძო პირსაც დაიქირაოს. ასეთ შემთხვევაში, უნდა გასაჯაროვდეს ხელშეკრულება,“ - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
თუ არ არის კორუფცია, რით იხსნება ეს ყველაფერი. ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მესამე დეპუტატი არის მილიონერი მმართველი პარტიიდან. დაიდოს, იმ კერძო და პირადი გადარიცხვების დოკუმენტაცია, საიდანაც ფიქსირდება რომ კერძოა ეს ყველაფერი და ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა. ასევე, საიდან აქვს მთავრობის წევრს და პრემიერ-მინისტრს ამდენი ფული, რომ შეუძლია კერძოდ იქირაოს თვითმფრინავები და პირადი მიზნებისთვის აქეთ-იქით ირბინოს,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.