მზარდი კლეპტოკრატიის ნიშნები, შესაძლო კორუფცია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - NGO-ები პრემიერის ჩარტერზე

11.09.23 13:20
მზარდი კლეპტოკრატიის ნიშნები, შესაძლო კორუფცია და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - NGO-ები პრემიერის ჩარტერზე

შეუსაბამობები პრემიერის დეკლარაციაში და სახელმწიფო ბიუჯეტის, სავარაუდოდ, პირადი მიზნებისთვის გამოყენება - არასამთავრობო სექტორი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი რისკებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ისეთი მმართველობის ფორმა, როდესაც მმართველი ელიტები ქვეყნის რესურსებს საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ.

პრემიერის დეკლარაციაში არის შეუსაბამობა და, შესაბამისად, რთული გასაგები არის, საიდან მიიღო ის თანხები და როგორ დაფარა ის ხარჯები, რომლებზეც ის საუბრობს. საქართველოში არის მზარდი კლეპტოკრატიის ნიშნები და შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაჩერდეს, არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო უწყებებმა რეაგირება გააკეთონ მსგავს ფაქტებზე. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა პოზიცია აქვს ანტიკორუფციულ სამსახურს. იმიტომ, რომ ხელისუფლება თითქოს გვეუბნებოდა, რომ მისი შექმნით ბევრი პრობლემა გადაიჭრებოდა ქვეყანაში, თუმცა, ჩვენ დღემდე ვერ ვხედავთ ვერანაირ მათ ოფიციალურ დამოკიდებულებას,“ - ამბობს ეკა გიგაური.

შესაძლო კორუფციული გარიგების ნიშნებს ხედავს გიორგი მშვენიერაძეც. როგორც მშვენიერაძე ამბობს, შესაძლოა გამოიკვეთოს უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაც. 

მინიმუმ, სახეზე გვაქვს შესაძლო კორუფციული დანაშაულები ან შეიძლება გვქონდეს საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან გადამეტების შემთხვევები, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები საკუთარ ძალაუფლებას იყენებენ პირადი კეთილდღეობისთვის, მათ შორის იყენებენ სახელმწიფო სერვისებს, რომლებიც კანონის შესაბამისად, არ შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული ამ დანიშნულებით,“ - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.    

მსგავსი სიახლეები