ომბუდსმენი ქუთაისის და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებებში არეულობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება და არეულობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორივე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის წარმომადგენელი იმყოფებოდა და არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველი წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში გადაამოწმოს ყველა ინდივიდუალური შემთხვევა", - აცხადებს ომბუდსმენი.
ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის ციხეში ათეულობით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, ნაწილმა კი შიმშილობა გამოაცხადა. ადვოკატების ცნობით, პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმრებმა არასათანადო პირობების და იქ არ არსებული სამედიცინო დახმარების გამო მიმართეს.