"ყაველაშვილის განცხადება ძალაშია, 80 დეპუტატი დავიგინებით" - ღუდუშაური

28.09.23 13:15
"ყაველაშვილის განცხადება ძალაშია, 80 დეპუტატი დავიგინებით" - ღუდუშაური

 

 

 

ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძეს უპასუხა და მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტის სხდომათა დარბაზში რამდენიმე თვის წინანდელი დაგინება მოიშველია

ღუდუშაურმა თქვა, რომ დღესაც 80-ვე დეპუტატი დაიგინება, რომ რუსულ საქმეს ქვეყანაში წინა ხელისუფლება აკეთებდა. 

რაც შეეხება ყაველაშვილის დაგინებას, ქალბატონო ხატია, ძალაში არის ის და თქვენმა წინა ხელისუფლებამ რუსული საქმე იმდენი გააკეთეთ, მაგას კიდე ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს". - განაცხადა ღუდუშაურმა. 

ხმაური და დაპირისპირება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე - ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სერგეი ლავროვის განცხადება წაუკითხა და გიორგი კაკურიძესთან ჰქონდა კითხვა ამ საკითხის თაობაზე, თუმცა საუბარი ამ დროს მიხეილ სარჯველაძემ შეაწყვეტინა  და დეკანოიძის კრიტიკას "ხულიგნობა" უწოდა.

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული.  

მსგავსი სიახლეები