ზურაბიშვილი ახლოებს თავის ქვეყანას EU-სთან, პრეზიდენტი ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ - კრამონი

17.10.23 14:21
ზურაბიშვილი ახლოებს თავის ქვეყანას EU-სთან,  პრეზიდენტი ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ - კრამონი

ზურაბიშვილი ახლოებს  ქვეყანას EU-სთან, ის ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

მეტიც, გავლენიანი ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს. 

"საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 თვის წინ მტკიცედ იდგა აქ მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს: აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავისი ხალხის მსგავსად სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ციტატა: "მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად". ამ ძალისხმევისთვის იგი ახლა ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ.

ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე. არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტო ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი", - თქვა კრამონმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია  ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს. დანარჩენმა 6-მა მოსამართლემ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები.

პრეზიდენტის გადაყენებას ქართული ოცნება ხვალ,  18 ოქტომბრიდან იწყებს. ცნობილია, რომ სხდომათა დარბაზში "ოცნების" პირისპირ პრეზიდენტი იქნება. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივა და სიტყვითაც გამოვა. 

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "პატარა კაცებთან" დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი - "გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ".