როსტომ ჩხეიძე, დილარ ხაბულიანი - გაურიგდნენ თუ არა დეპუტატები "ოცნებას"
როსტომ ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი - რა განმარტებებს აკეთებენ დეპუტატები, რომლებზეც ეჭვი გაჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის ასარჩევად გაურიგდა.
ოპოზიცია ეჭვმიტანილთა შორის ამ ორ დეპუტატს ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ დილარ ხაბულიანის ბარათი სხვამ გამოიყენა.
დილარ ხაბულიანი "პირველებთან" კენჭისყრაში მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა, საბჭოს წევრების არჩევა დღეს თუ დადგებოდა კენჭისყრაზე.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.
მდინარაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე ოპოზიციონერებს მოელაპარაკა. თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ დეპუტატებთან გარიგდნენ.