"პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

20.10.23 19:03
"პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დოკუმენტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერა არის. ინფორმაცია "პირველებს" ათონელის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურეს. 

პარლამენტის თავმჯდომარე და "ოცნების" დეპუტატები დღეს დილიდან აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად დრო ორშაბათამდე აქვს, საპარლამენტო უმრავლესობა მას აკრიტიკებდა. დოკუმენტზე ხელის არ მოწერის გამო პრეზიდენტი ზარქუამაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "გაგიჟდა პრეზიდენტი".

მსგავსი სიახლეები