გავასწოროთ სამიზნეები, დავინახოთ, რომ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს - სოფო ჯაფარიძე
„ყველას მოვუწოდებთ, რომ გავასწოროთ სამიზნეები და კარგად დავინახოთ, რომ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს“, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ „დღის ამბებთან“ გააკეთა.
სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება, რა დროსაც მესამე პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა შეეწყვიტა ერთმანეთთან შეტევა და ერთი მიზნისკენ გაერთიანება ურჩია. როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, ყველას მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება უნდა იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანია სამიზნეების გასწორება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ უფრო კარგად გავითავისოთ, თუ ვინ და რა არის ჩვენი პრობლემა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, რომლის მიმართაც ყველამ უნდა გავასწოროთ სამიზნე.
ყველას მოვუწოდებთ, რომ გავასწოროთ სამიზნეები და კარგად დავინახოთ, რომ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს და ერთ მუშტად შეკრულებმა უნდა ვიბრძოლოთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომ მივაღწიოთ შედეგს,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ახლა საჭიროა ოპოზიციის ერთ მუშტად შეკვრა. ჯაფარიძე ასევე ეხმაურება ენმ-ში მიმდინარე პროცესებს და ამბობს, რომ ერთობა „გარდაუვალია“.
გარდაუვალია და უალტერნატივოა ოპოზიციის ერთობა იმიტომ, რომ ისე ახლოს არის გამარჯვება, როგორც არასდროს. აღარ უნდა შეეშინდეს ქართველ ხალხს. ვიყავი ემიგრანტებთან, შევხვდი ბევრ მათგანს, მაქვს ყოველწუთიერი კომუნიკაცია ადამიანებთან და ბევრს აქვს განცდა, რომ თუ ღიად დაგვიჭერენ მხარს, შეიძლება ისინი ხელისუფლებამ დააზარალონ - სამსახურებიდან გაუშვან და ა.შ. ნუ შეეშინდებათ, მათ გვერდით ვდგავართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე მათი თავისუფალი სიტყვისთვის.
დღეს უკვე ის დროა, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის მხარეს,“ - ამბობს ჯაფარიძე.
"ახლა დრო არის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის, ახალი ხალხის შემოსვლის და საზოგადოების გამზადების გადამწყვეტ გაბრძოლებისთვის," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა და დისტანციურად ჩართვის დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი არა პარტიების ყალბი ერთიანობაა, არამედ მთავარია სისტემის შეცვლა.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება ცდებს ატარებს არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე"- ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი: სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება