პირდაპირ სახეზე იკითხებოდა ეს, რომ მე კითხვები არ მაქვს, მე მინდა, რომ აქ მოვაწყო საბოტაჟი - მაჭარაშვილი ფარულავაზე

27.10.23 17:10
პირდაპირ სახეზე იკითხებოდა ეს, რომ მე კითხვები არ მაქვს, მე მინდა, რომ აქ მოვაწყო საბოტაჟი - მაჭარაშვილი ფარულავაზე

"პირდაპირ სახეზე იკითხებოდა ეს, რომ მე კითხვები არ მაქვს, მე მინდა, რომ აქ მოვაწყო საბოტაჟი - მაჭარაშვილი," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ცესკოს ღონისძიებაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ერთმანეთს ცესკოს თავმჯდომარე და ენმ-ის წევრი ლაშა ფარულავა დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების დროს არასასურველი შეკითხვებისგან კალანდარიშვილს გურამ მაჭარაშვილი და სოზარ სუბარი იცავდნენ. როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ფარულავა დესტრუქციისთვის იყო მისული ღონისძიებაზე.

პოლიტიკურად მომაკვდავ რეჟიმშია რადიკალური ოპოზიცია და შესაბამისად, არაფერი აღარ აქვთ დარჩენილი გარდა იმისა, რომ სადღაც მოაწყონ რაღაც დესტრუქცია. ეუბნებოდნენ, რომ დაჯექი, კითხვა დასვი და პასუხს მოგცემ, ამ დროს იქ აწყობდა საბოტაჟს. პირდაპირ სახეზე იკითხებოდა ეს, რომ მე კითხვები არ მაქვს, მე მინდა, რომ აქ მოვაწყო საბოტაჟი,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ჩხუბი და დაპირისპირება ცესკოს პრეზენტაციაზე. ოპოზიცია აპროტესტებს ცესკოს მიერ შერჩეულ აუდიტორს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კითხვები მწვავე იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ჰოლიდეი ინნ თბილისში” მოხდა, სადაც ცესკოს თავმჯდომარე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1 ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაციას მართავს.

 

მსგავსი სიახლეები