მზად ვარ ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს - სოფო ჯაფარიძე

31.10.23 16:42
მზად ვარ ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს - სოფო ჯაფარიძე

"მზად ვარ ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს ‼️ ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ამათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც კაცობასთან, არც ღირსებასთან," - ასე ეხმაურება სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებზე "ოცნების" წევრების მხრიდან თავდასხმას.

როგორც სოფო ჯაფარიძე წერს, ქალები ისეთ სახელმწიფოში, სადაც მისი შეფასებით, მოძალადეები საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში არიან, თავს დაუცველად გრძნობენ.

არავის არ აქვს უფლება ქალს, ჩემს თანამებრძოლს ასე უღირსად ელაპარაკოს‼️
ღუდუშაური, მისი კოლეგების მსგავსად გასცდა ყველანაირ ზღვარს და ნორმას. რომელი ქალი უნდა დაიცვას სახელმწიფომ აგრესიისგან და ძალადობისგან? როცა მოძალადეები  უმრავლესობის რიგებში ყავთ.

მზად ვარ ფიზიკურადაც დავუპირისპირდე ასეთ ნაძირლებს ‼️
ქალის პატივისცემა ქართველი კაცის ღირსება იყო, ამათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც კაცობასთან, არც ღირსებასთან
არავის არ გაპატიებთ ჩემი თანაპარტიელის თუ თანამებძოლის შეურაცხყოფას ‼️

ჩემი დიდი პატივისცემა Ana Tsitlidze-ს , Teona Akubardia-ს და სხვა ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად იგერიებენ ოცნების კაცუნებისგან აგრესიას და შეურაცხყოფას," - წერს სოფო ჯაფარიძე.

ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.