ჩხუბის ახლი რაუნდი პარლამენტში - ოპოზიცია ბერაიასგან საჯარო ბოდიშს და თანამდებობის დატოვებას ითხოვს
ჩხუბის ახლი რაუნდი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ოპოზიციამ დაჩი ბერაიას პასუხი თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფის გამო მოსთხოვა.
ოპოზიცია დაჩი ბერაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს და "ქართული ოცნების" დეპუტატებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ოპოზიცია ითხოვს, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ახლაც მანდატურის სამსახური დგას.
ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდანაც სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა, ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლა შეიძლება რაღაც ნორმები ირღვევა ეთიკის და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე და ეს უნდა ვაღიაროთ, მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი რომ ჩაცხრება, ამას გააკეთებენ," - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.