სრული უნდობლობა - ხომ ხედავს, რომ პრობლემებია და არც იმედი არ აქვს იმ ადამიანების - დოლიძე სააკაშვილის განცხადებაზე

20.11.23 17:01
სრული უნდობლობა - ხომ ხედავს, რომ პრობლემებია და არც იმედი არ აქვს იმ ადამიანების - დოლიძე სააკაშვილის განცხადებაზე

"სრული უნდობლობა - ხომ ხედავს, რომ პრობლემებია - ყველა მხრივ პრობლემაა და არც იმედი არ აქვს იმ ადამიანების," - ასე აფასებს ნიკა მელიას გუნდის წევრი ბაჩო დოლიძე მესამე პრეზიდენტის მიმართვას, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს ის უხელმძღვანელებს.

ბაჩო დოლიძეს სააკაშვილის განცხადებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ მან კარგად იცის, პარტიაში რომ პრობლემებია და ნდობა არ აქვს კონკრეტული პირების მიმართ.

კონკრეტულად თქვენ რაც გააკეთეთ - თქვენ გარიყეთ ადამიანები პოლიტსაბჭოდან, შესაბამისად, მე ვიქნებიო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეო, სრული უნდობლობა - ხომ ხედავს, რომ პრობლემებია - ყველა მხრივ პრობლემაა და არც იმედი არ აქვს იმ ადამიანების.
ლევან ხაბეიშვილი საუბრობს, რომ ვიღაცას გარიცხავს, ნუ იღებს საკუთარ თავზე ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც თვითონაც იცის, რომ არ იღებს არც პასუხისმგებლობას, არც გადაწყვეტილებას. ერთადერთი, რაც მას შეუძლია გააკეთებინონ, ბრიფინგზე დასვან და ათქმევინონ რაღაც.
რთული და ყველაზე ცუდი რა არის იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თანახმანი არიან, რომ ოღონდაც სიაში იყვნენ და ოღონდაც პარლამენტში იყვნენ, მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.

"პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  როგორც სააკაშვილი ამბობს, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე იღებს და შეეცდება დააბრუნოს ყველა ის წევრი პოლიტსაბჭოში, რომლებიც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, "ნაჩქარევად გაყვანილ იქნა". 

მსგავსი სიახლეები