რა მილი, რა სტები, რა ტუნი... პროკურატურამ იდიოტობის ყველა რეკორდი მოხსნა - დავით ზურაბიშვილი

18.06.21 15:55
რა მილი, რა სტები, რა ტუნი... პროკურატურამ იდიოტობის ყველა რეკორდი მოხსნა - დავით ზურაბიშვილი

პროკურატურამ იდიოტობის ყველა რეკორდი მოხსნა - ასე აფასებს დავით ბერძენიშვილი შოთაძის უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგს. 

მე მგონი, საქართველოს პროკურატურამ ბერას და ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერზე ბრიფინგით იდიოტობის არა მარტო წარსულის ყველა რეკორდი მოხსნა, არამედ სპეციალურად რომ დასხდნენ, ოცდამეორე საუკუნემდე  ვერ მოიფიქრებენ რამე მახლოებითაც იდიოტურს.
რა მილი? რა სტები? რა ტუნი? 
სამარცხვინო ამბავი გვჭირს! - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ,,ტვ პირველის" ეთერში გასული აუდიოჩანაწერი  „მოდელირებული და გაყალბებულია“. თუმცა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დაადასტურა, რომ ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორებს ივანიშვილის დაცვა საქმეებს ურჩევდა.

შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერი ტვ პირველის შაბათის ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა. 

 

მსგავსი სიახლეები