ჩვენ დღეს ვნახეთ ვერსიებში ჩაკარგული მთავარი საგამოძიებო უწყება - ნოდარ მელაძე

18.06.21 18:12
ჩვენ დღეს ვნახეთ ვერსიებში ჩაკარგული მთავარი საგამოძიებო უწყება - ნოდარ მელაძე

"ჩვენ დღეს ვნახეთ ვერსიებში ჩაკარგული მთავარი საგამოძიებო უწყება",  - ამის შესახებ ,,ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს. ნოდარ მელაძემ  პროკურატურის ვერსიის აბსურდულობაზე დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" ისაუბრა.  

ჩვენ დღეს ვნახეთ ვერსიებში ჩაკარგული მთავარი საგამოძიებო უწყება. არსებობს ჩანაწერი და ჩანაწერზე დაყრდნობით მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება და არსებობს ჩანაწერში მონაწილე პირების აღიარება. ეს იყო ბერა ივანიშვილის აღიარება, რომელმაც თქვა, აღიარა და დააადასტურა და მომავალში დააანონსა იგივე სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, მეორე იყო ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილად ბერას დავალებით დადიოდა იმათთან,  ვინც წერდა ბერასთვის არასასურველ კომენტარებს და ანზორ ჩუბინიძე ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 2012 წლის დასაწყისში, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდოდაო. მაშინ ვინ მისცემდა, მაშინდელი უწყების თანამშრომლებმა თუ იცოდნენ,  რომ ასეთი დიალოგი მიდიოდა ღარიბაშვილსა და ბერას შორის", - ამბობს ნოდარ მელაძე. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ,,ტვ პირველის" ეთერში გასული აუდიოჩანაწერი  „მოდელირებული და გაყალბებულია“. თუმცა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დაადასტურა, რომ ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორებს ივანიშვილის დაცვა საქმეებს ურჩევდა.

შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერი ტვ პირველის შაბათის ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა. 

 

მსგავსი სიახლეები