შეათანხმეთ მაინც ვერსიები, ქლიავებო! - გიგი უგულავა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხელისუფლების ვერსიებზე

18.06.21 19:07
შეათანხმეთ მაინც ვერსიები, ქლიავებო! - გიგი უგულავა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხელისუფლების  ვერსიებზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერსა და პროკურატურას ტვ პირველის ეთერში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

კაცო, ღარიბაშვილმა თავად არ დაადასტურა რომ მე, როგორც ,,ქართუს" ვიცე-პრეზიდენტს, მართლაც "მირეკავდნენ მინისტრები, ქალაქის მერი, პრეზიდენტის დედა და მეუღლეო".

ღარიბაშვილმა მხოლოდ ის უარყო, რომ ის მაშინ პრემიერი, ან მთავრობის წევრი იყო და ეს ბულულაშვილი რას ბოდავს, რაის "მილისტები".

გონებასთან ერთად სირცხვილიც სულ დაკარგეს. შეათანხმეთ მაინც ვერსიები, ქლიავებო! - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

 

 

 

დღეს პროკურატურამ ტვ პირველის ეთერში გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მსგავსი სიახლეები