სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს - ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ტვ პირველის შაბათის ეთერში გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის რეპორტაჟს ეხმაურება. ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს წლებია, თანამდებობებზე საკუთარი ნათესავები ხალხის ხარჯზე ჰყავს დასაქმებული. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიმართ სისხლის სამართლის დევნა უნდა დაიწყოს, რადგან საუბარია წელიწადში ასი ათასობით ლარის გაფლანგვაზე.
მილიარდერი ივანიშვილი საკუთარ გარემოცვასაც კი არ ინახავს საკუთარი ხარჯებით, ხალხის თანხებით დასაქმებული ჰყავს ღარიბაშვილის ნათესავები და ასი ათასობით ლარს ვფლანგავთ წლიდან წლამდე, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ცხადია, რომ ის იქნება მონურ მორჩილებაში ივანიშვილის მიმართ. კონკრეტული სისხლის სამართლის დევნაა დასაწყები ამ ადამიანის მიმართ, არამარტო ახლა არამედ წინა ჯერზე რომ გააპანღურეს თანამდებიობიდან და მიაყოლეს, რომ თურმე ნეპოტიორია და მისი ნათესავები შოულობდნენ ფულს", - ამბობს ხაბეიშვილი.