ფალსიფიკაცია, მანიპულაცია - პაპუაშვილის იერიში ტვ პირველზე საგამოძიებო რეპორტაჟის გამო

21.06.21 11:28
ფალსიფიკაცია, მანიპულაცია - პაპუაშვილის იერიში ტვ პირველზე საგამოძიებო რეპორტაჟის გამო

უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი, პრემიერ ირაკლი  ღარიბაშვილის ნათესავების ნეპოტიზმით დასაქმების ფაქტს უარჰყოფს და იერიში ჟურნალისტებზე მიაქვს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული საგამოძიებო რეპორტაჟი, რომელიც ღარიბაშვილის ნათესავების დასაქმებას ეხებოდა, მანიპულაციაა. 

სამწუხაროდ, ეთიკური ჟურნალისტიკა ჩვენთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, ხშირად არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ არის ფაქტების დამახინჯება, რომელიც ასევე ტვ პირველის ეთერში ვიხილეთ ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, მასსა და ბერა ივანიშვილს შორის საუბარი, რომელიც ვნახეთ, რომ იყო პირდაპირ ფალსიფიკაცია. ერთია ფაქტი, ვინმე არის დასაქმებული, ეს ფაქტია, მაგრამ მანიპულაცია იმაში მდგომარეობს, რომ დავაკავშიროთ ამა თუ იმ ადამიანის დასაქმება სადმე ვინმეს გავლენებთან", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.