აშშ-ს საელჩომ სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები ყვითლად მონიშნა და Twitter-ზე გამოაქვეყნა

23.06.21 20:06
აშშ-ს საელჩომ სასამართლოზე შეთანხმების პუნქტები ყვითლად მონიშნა და Twitter-ზე გამოაქვეყნა

აშშ-ს საელჩომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, მიშელის შეთანხმება ტვიტერზე თავიდან გამოქვეყნა და ყვითლად გახაზა პუნქტები.

19 აპრილს ქართული ოცნება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ "მიმდინარე დანიშვნების პროცესი უნდა შეჩერდეს", უნდა მიიღონ ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სასამართლო რეფორმა და ახალი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოსთვის",- წერს საელჩო Twitter-ზე.

დღეს, 23 ივნისს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა არ შეჩერდება. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ფრაქცია პარლამენტს დატოვებს თუ მოსამართლეების დანიშვნის წესი არ შეჩერდება.

მსგავსი სიახლეები