არ ვემხრობი, ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ, თუმცა... - ოდიშარია პრაიდის მონაწილეებზე

24.06.21 12:00
არ ვემხრობი, ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ, თუმცა... - ოდიშარია პრაიდის მონაწილეებზე

სკანდალში გახვეული მეუფე სპირიდონის ახალი ულტიმატუმი და ჰომოფობიური ქადაგება - "ქართული ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარია სასულიერო პირის განცხადებას "ტვ პირველთან" აფასებს. 

მისი თქმით, პრაიდის მონაწილეების ზიარებას რომ სასულიერო პირი არ მოინდომებს, ამაში გასაკვირი არაფერია. 

ერთი მღვდელმთავრის განცხადება არ ნიშნავს ეკლესიის დამოკიდებულებას. რაც შეეხება პრაიდის მონაწილეების ზიარებას, ამას რომ არ მოინდომებს სამღვდელო პირი, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. ხომ არ შეიძლება, პირიქითაც დავაძალოთ ამ ადამიანებს, მოზიარენი გახდნენ. ასევე როგორც მომხრე არ ვარ, ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ ეს ადამიანები"- თქვა დეპუტატმა. 

მეუფე სპირიდონმა მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა.  

მსგავსი სიახლეები