"ეს რა დღე დამიდგა... შვილის მკვლელი ვარ" - რა ხდება რუსთავის ბაზრობასთან

09.02.24 12:07
"ეს რა დღე დამიდგა... შვილის მკვლელი ვარ" - რა ხდება რუსთავის ბაზრობასთან

სროლა რუსთავში სტამბოლის ბაზრობასთან - ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარბის ბრიგადები.

ბაზრობასთან, სადაც 4 ადამიანი მოკლეს, იმყოფებიან მოკლულების ოჯახის წევრებიც. 

„ეს რა დღე დამიდგა, მე მოვკალი... შვილის მკვლელი ვარ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოკლულის ოჯახის წევრი.

რუსთავში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია - დაკავებულია მოვაჭრეების ნათესავი, რომელიც იმავე ბაზრობაზე მუშაობდა. წყარო გვიყვება, რომ დაკავებულს კონფლიქტი ჰქონდა ბიძასთან, რომელმაც სამსახურიდან გაუშვა და შურისძიების მიზნით დაიწყო რუსთავში, სტამბოლის ბაზრობაზე სროლა.

მსგავსი სიახლეები