დედა გაუშვეს, შვილი ჯერ რჩება - მინისტრის პასუხის ნეპოტიზმზე

12.02.24 13:18
დედა გაუშვეს, შვილი ჯერ რჩება - მინისტრის პასუხის ნეპოტიზმზე

სად მიდის ლელა ჩიქოვანი და რატომ მიიღო მისი გაშვების გადაწყვეტილება? - მინისტრი ირწმუნება, რომ პირველი მოადგილის გათავისუფლება "შაბათის ეთერის" სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას არ უკავშირდება. ჩიქოვანი ირწმუნება, რომ მინისტრის სეცვლის შემთხვევაში ავტომატურად მოადგილეებიც იცვლებიან.

მინისტრი გათქვამს იმედს, რომ ლელა ჩიქოვანისთვის სახელმწიფო უწყებებში ადგილი გამოინახება. ამასთან, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ლელა ჩიქოვანის შვილი ამ დრომდე პოსტს ინარჩუნებს და გრძელვადიან მივლინებაში რჩება.

არავინ არაფერს არ შეწირვია, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. მეორეს მხრივ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი მოადგილეები ასევე არიან გათავისუფლებულები. მე წარვადგინე სსხვა შემადგენლობა, კიდევ იქნება დამატებითი წარდგენები, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ არავინ არაფერს შეწირვია. ჩიქოვანთან მე მქონდა საუბარი, მე მადლობა ვუთხარი მას გაწეული საქმიანობისთვის. იცით, რომ ლელა ჩიქოვანის საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში საქმიანობით, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს სახელმწიფო სასამხურის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარკვეული შესაძლებლობები, სადაც ლელა ჩიქოვანის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, სხვა საკადრო ცვლილებები ამ შინაარსის არ იგეგმება. ჩემი ინტერესისი სფეროს ეს არ წარმოადგენს. ჩიქოვანის შვილი რჩება თანამდებობაზე, - ამბობს მინისტრი. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ლელა ჩიქოვანი რამდენიმე დღის წინ გაუშვეს. პოსტიდან გაათავისუფლეს მინისტრის კიდევ ერთი მოაგილე გიორგი ბუბუნაურიც.

ლელა ჩიქოვანი საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ჯერ კიევ რამენიმე კვირის წინ ყვებოდნენ.  ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულია სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.

საკადრო წმენდაა ეკონომიკის სამინისტროშიც. პოსტი ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა, თუმცა მისი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. მიქაუტაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება, რომელიც ასევე მისი ნათელმირონია. 

ასევე შაბათის ეთერმა დაადგინა, როგორ გამდიდრდა მიქაუტაძე თანამებობაზე ყოფნისას და როგორ გადასცეს მას სამეგრელოში უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ჩალის ფასად.

მსგავსი სიახლეები