ხელისუფლება შიშს ასხივებს - მანჯგალაძე

13.03.24 14:36
ხელისუფლება შიშს ასხივებს - მანჯგალაძე

ხელისუფლება შიშს ასხივებს - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა. 

ოპოზიციონერი გაეროს სკანდალურ დოკუმენტს ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველ ძალას შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლებამ "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეების მიმართ პროპაგანდისტული მანქანა ამოქოქა. 

7-8 მარტი გამოიწვია ხელისუფლების მცდელობამ, რომ მიეღოთ კანონი, რომელიც დაბლოკავდა საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამას ვერავინ ვერ დაგეგმავდა წინასწარ. ყველაფერი ხდებოდა სპონტანურად და შემდეგ ხელისუფლებამ ამას უპასუხა პროპაგანდისტული რეპრესიით. იცით, რომ კანონიც კი მიიღეს, კარვები აკრძალეს აქციებზე, რეგულაციები დააწესეს, ჯარიმები გაზარდეს. ანუ, შიშს ასხივებს ხელისუფლება", - ამბობს მანჯგალაძე.

ე.წ. ტრენინგების საქმე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო გადატრიალებად" გაასაღა, გაეროს უმწვავეს ანგარიშში მოხვდა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია სუს-ს ამ საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებას, მტკიცებულებების გასაჯაროებას ან/და საქმის დახურვას სთხოვს.

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმყოფებოდა, ვარაუდობს, რომ საქმე სუს-მა ე.წ. რუსულ კანონზე შურისძიებისთვის გამოიგონა და ფორმალური ძიებაც კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტაციისთვის დაიწყო.

საგანგაშო დოკუმენტში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მწვავე ფაქტებზე და ირკვევა, რომ პირები, რომლებმაც სხვისი უფლებები უნდა დაიცვან, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

მსგავსი სიახლეები