ეს არის "ოცნების" მიერ საარჩევნო კანონმდებლობის თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგება - ნაცვლიშვილი
"ეს არის "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კანონმდებლობის თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგება", - ასე აფასებს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილის შეფასებით, "ოცნების" დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებები, სადაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის 40-პროცენტიანი ბარიერის მოხსნაზეა საუბარი, ევროკომისიის რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში მოდის.
საარჩევნო ცვლილებების ეს ვერსია არ არის 9 ნაბიჯის შესრულება, ეს არის "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კანონმდებლობის თავის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მორგება, რითიც კიდევ ერთხელ ირღვევა ის წინაპირობები, რომელთა შესრულება /არ შესრულებაზეც იქნება დამოკიდებული წლის ბოლოს ევროკავშირთან გადავალთ თუ არა მოლაპარაკების ეტაპზე,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსს ცვლის - ცვლილებების თანახმად, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40-პროცენტიანი ბარიერი.
როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" მაჟორიტარების დანაკლისის შევსებას - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი