ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა - დეკლარაცია

27.03.24 13:09
ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა - დეკლარაცია

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განახლებული დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის შვილის აშშ-ში გადაფრენა 109 000 ლარი დაჯდა. 

  •  „ოჯახის მოგზაურობასთან დაკავშირებული საჰაერო რეისის (თბილისი-მიუნხენი-თბილისი) ხარჯი ანაზღაურებულ იქნა უშუალოდ რეისის დამკვეთის (მშობლის) მიერ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – 94 500 ლარი; მეორე ეტაპზე – 15 000 ლარი” - წერია  თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციაში. 

დოკუმენტების მიხედვით, ოჯახის მოგზაურობისთვის ასევე დაიხარჯა 20000 USD.

ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 2023 წელს 150 000 ლარი აჩუქა.

სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანასთან დაკავშირებით "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.

„საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს „ტვ პირველთან” იმის აღიარებაც მოუწია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.

საბოლოოდ, ფაქტებით დადასტურდა, რომ მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები