რა დოკუმენტების გადაგზავნა ევალებათ პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის მსურველებს
ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში დოკუმენტების წარდენა 9 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა 26 მარტს გამოსცა ბრძანება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადად (საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზირი 8), ისე ელექტრონული მეილის ([email protected]) საშუალებით, 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.
წარსადგენი დოკუმენტების სრული ჩამონათვალი იხილეთ დანართში.
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილების პრეზიდენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ ძალაში შევიდა. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი და უქმდება ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის შეფის პოსტზე კონკურსი გამოცხადა და მსურველებს განაცხადების შეიტანისკენაც მოუწოდა. ამის მიუხედავად, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ფორმალური პროცესია, რადგან ხელისუფლებას ისედაც გადაწყვეტილი აქვს, რომ არჩევნები გიორგი კალანდარიშვილს ჩაატარებინოს.