კახიანი გახარიაზე: "არაადეკვატურია"

29.03.24 13:18
კახიანი გახარიაზე: "არაადეკვატურია"

"უბრალოდ არაადეკვატურია ეს ადამიანი" - ამ ეპითეტით მოიხსენიებს "ოცნების" ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი კახიანი.

კახიანისთვის გიორგი გახარიას ის განცხადებების მიუღებელი, რომელიც მან "რეაქციაში" გააკეთა და სადაც "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე მარცხი დაუანონსა.

უბრალოდ არაადეკვატურია ეს ადამიანი, როდესაც ამბობს, რომ თურმე თვითონ გაიმარჯვებს და ქართული ოცნება დამარცხდება, ამას სხვა რა შეიძლება უწოდო, თუ არა არაადეკვატურობა. სინამდვილეში, ეს ის შემთხვევაა, როცა ქართულ ოცნებას აქვს რეალური შანსი, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს და გახარიას პარტია, დიდი ალბათობით, 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, დასკვნები თვითონ გააკეთეთ,“ - ამბობს გიორგი კახიანი.

ყოფილი პრემიერის განცხადებები "რეაქციაში", რომელმაც "ოცნების" ლიდერები დღეს წყობიდან გამოიყვანა და მის მიმართ არაერთი დამაკნინებელი ეპითეტი გამოიყენეს:

ივანიშვილმა იცის, რომ "ოცნება" დამარცხებულია და ამის გააზრება იქნება უმძიმესი - თქვა გახარიამ "რეაქციაში".

არჩევნების შემდეგ ივანიშვილი იქნება საქართველოში და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი - გახარია

 ელეგანტური შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა - გახარია ივანიშვილზე

ვის შეუკრავს კოალიციას გიორგი გახარია - რას ამბობს "საქართველოსთვის" ლიდერი

რას ვერ პატიობს ივანიშვილი? - რას ყვება გახარია

 

მსგავსი სიახლეები